სოზარ სუბარი: დავით ჭაკუა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, რაზეც გერმანულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა

სოზარ სუბარი: დავით ჭაკუა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, რაზეც გერმანულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა

„დავით ჭაკუა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო; რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი შეიძლება, გახდეს“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, გერმანულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა ამაზე, შესაბამისად, გერმანულმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო და არანაირ პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არ არის.

სოზარ სუბარის განმარტებით, დემოკრატიული ქვეყნები უარს ამბობენ ადამიანის გადაცემაზე თუ მას ამ ქვეყანაში წამება, ან დამამცირებელი მოპყრობა ემუქრება, რაც საქართველოში აბსოლუტურად გამორიცხულია.

„დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ის სტანდარტია, რაც ყველაზე განვითარებულ, ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყნებშია. ამ მხრივ, კითხვის ნიშნები არ არსებობს, შესაბამისად, გადმოცემა მოხდა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუას 21 დღით კარანტინში მოათავსებენ.

Katana . ნუ, ყველაფერი შედარებითია: დავით ჭაკუა გულისხმობდა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო... იმასთან შედარებით, მათ დროს რომ იყო! :)
3 წლის უკან