უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეებად შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დაინიშნონ, მოსამართლე ალექსანდრა ჟუკოვსკაია გამოეხმაურა.
„სასამართლო ხელისუფლების უცხოელებისთვის ჩაბარება ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაკარგვას. მაშინ, ასეთივე წარმატებით შეგვიძლია დავნიშნოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე დეპუტატად, პრემიერ-მინისტრად ან - პრეზიდენტად. თუ უკრაინელები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაშინ უკრაინა კოლონია გახდება,“ - წერს ჟუკოვსკაია Facebook-ის გვერდზე.