გია ვოლსკი: სასამართლო მტკიცებულებებით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა

გია ვოლსკი: სასამართლო მტკიცებულებებით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა

 

 

სასამართლო მტკიცებულებებით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ადამიანების დისკრიმინაცია წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

„პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო მათი მმართველობის დროს და გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც და სიკვდილსაც, მათ გაპარტახებას და ქონების წართმევას, ისინი წყვეტდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს დრო აღარ არის. გადაწყვეტს სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე გიორგი რურუა. არც გიგი უგულავა და არც ოქრუაშვილი უდანაშაულოდ არ იქნა ცნობილნი და ამაში ხელისუფლებას არანაირი როლი არ მიუძღვის. ვინც ამას ამბობს, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რათა ხელისუფლებამ სასამართლოდან გაათავისუფლონ ან საკნის კარები გაუღოს კონკრეტულ ადამიანს?“, - განაცხდა გია ვოლსკიმ.