ირაკლი კობახიძე: მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც სამართალი მოითხოვს

ირაკლი კობახიძე: მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც სამართალი მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება.

„ეს არ არის ერთადერთი და პირველი ფაქტი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ დროს წართმეული ქონება მესაკუთრეებს დაუბრუნდათ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც ამას სამართალი მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც ასეა“, - განაცხადა კობახიძემ.

„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12-წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანმა დღეს განცხადება გაავრცელა.