ვახტანგ გომელაური: რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ლეგალურად არიან და მათ ქვეყნიდან იძულებით ვერ გავუშვებთ

ვახტანგ გომელაური: რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ლეგალურად არიან და მათ ქვეყნიდან იძულებით ვერ გავუშვებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განმარტა, თუ რატომ იმყოფებიან საქართველოში რუსეთის მოქალაქეები. მან ამის შესახებ განცხადება დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„საქართველოში კორონავირუსის დაწყების შემდეგ რუსეთის ბევრი მოქალაქე დარჩა. ისინი არ ტოვებენ ქვეყანას და უფლება აქვთ იყვნენ, რადგან ლეგალურად არიან. მათ საქართველოში ყოფნის უფლების ვადა არ გათავებიათ. აქედან გამომდინარე, მათ ქვეყნიდან იძულებით ვერ გავუშვებთ“, - განმარტა გომელაურმა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ საზღვრები გახსნა, მათ შორის რუსეთთან. მინისტრის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.