საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 20 ივნისის კონტრაქციის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგონილი „ფეიკ ნიუსი“ და მოდელირებული ამბავია. მისი თქმით, ვისაც ამ ქვეყანაში ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, კარგად უნდა დაინტერესდეს, „რატომ მოიგონა ერთმა, თუ ორმა ტელევიზიამ ეს ამბავი.
„სრული პასუხისმგებლობით და გარანტიით ვამბობ, რომ ეს არის მოგონილი „ფეიკ ნიუსი“, მოდელირებული ამბავი. მივმართავ ყველა მედიასაშუალებას, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში პრეტენზია აქვს ობიექტურობაზე, კარგად დაინტერესდეს, რატომ მოიგონა ერთმა, თუ ორმა ტელევიზიამ ეს ამბავი. იმიტომ, რომ ვთქვათ გაებრაზებინათ მოქალაქეები, რომ ამის გამო მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის მიერ დაგეგმილ აქციაზე, ან დააპირისპირონ საზოგადოება, ან მერე თქვან, რომ აი, ჩვენ რომ ვთქვით, შეეშინდათ და აღარ გააკეთეს კონტრაქციაო. ამ ყველაფრის მიზეზი ბევრი ვერსია შეიძლება იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.