სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

 17 ივნისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 396 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი.