კლასიკურ მეორე ტალღას სპეციალისტები შემოდგომაზე ელოდებიან, როდესაც აცივდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა„ქრონიკას" განუცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ.
გამყრელიძე ამბობს, ბოლო სამი-ოთხი დღის ციფრები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.