თაკო ჩარკვიანი: ბოკერიას გეგმა ჩავშალეთ

თაკო ჩარკვიანი: ბოკერიას გეგმა ჩავშალეთ

ბოკერიას ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოს წვრილ-წვრილი, პატარ-პატარა ნათაღლათარი პოლიტიკანებიდა შემდეგ მათ მიაცემინოს თავისთვის ხმები, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს. 

„აბა გაერთიანება გვინდაო? ასე გვესმოდა მათგან. ამიტომ ვამბობ და ვამბობდი, გიორგი ვაშაძის სავარაუდო პრემიერობა სწორედ მაგიტომ დავაყენე, ახლა ხომ ყველაფერი გამოჩნდა, ლუსტრაცია მომხდარია.

დიდი ხანია, დაშლილია, მათ აერთიანებდათ მხოლოდ გეგმა, ოცდაათწლიანი რამდენიმე ნათაღლათარი ლამობს, რომ საქართველო ისევ იმ წრეზე ატრიალოს. ამჯერად კი, ის ნათაღლათარები აწყობდა ბოკერიას, რადგან საკანონმდებლო ორგანო აირჩევს პრემიერს.

ბოკერიამ თავის რეიტინგით კარგად იცის, რომ გარეთ ჩატარებული ვერანაირი კვლევით „ევროპული საქართველო“ ვერ მოხვდება. მან კი თქვა, რომ „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს პრემიერი.

ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოსწვრილ-წვრილი, პატარ-პატარა ნათაღლათარი პოლიტიკანები და შემდეგ მათ მიაცემინოს თავისთვის ხმები. ეს იყო მისი გეგმა, ვფიქრობ, ჩავუშალეთ, ჯერჯერობით ასე ჩანს“, – აცხადებს ჩარკვიანი.

 

Maverick მარტო ჩაშლა არ შველის საქმეს, ბოლომდე უნდა კუთხეში მიყენება და ერთ ადგილზე მოსმა!
4 წლის უკან