ირაკლი კობახიძე: ყველა სცენარი უნდა დავუშვათ და განვსაზღვროთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არჩევნები სათანადო გარემოში ჩატარდეს

ირაკლი კობახიძე: ყველა სცენარი უნდა დავუშვათ და განვსაზღვროთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არჩევნები სათანადო გარემოში ჩატარდეს

 

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო თარიღის შესაძლო შეცვლის საკითხი განმარტა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საუბარია მარტივ რამეზე - არსებობს გარკვეული პროგნოზები კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არჩევნების თარიღს დაემთხვეს, ასეთ შემთხვევაში კი არჩევნებამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეიძლება გახდეს საჭირო.

„ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გადაიდება არჩევნები, როგორც ეს მოხდა არაერთ ქვეყანაში - მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში და ის ჩატარდება დეკემბერში, იანვარში, ან უფრო გვიანაც. ეს არის კონსტიტუციური მოცემულობა. თუ ასეთი რამ მოხდა, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ სამედიცინო ინტერესების შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - განუცხადა „ქრონიკას“ ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ყველა სცენარი უნდა დავუშვათ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა იმის შესახებ, რომ მმართელ გუნდს საკუთარი ინტერესი ამოძრავებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციისგან სპეკულაციურ განცხადებებს მიეჩვივნენ.

„წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, რომელი სცენარის პირობებში რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადო გარემოში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გუშინ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, „პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს.