აზიანებს თუ არა სააკაშილის განცხადებები ოპოზიციის რეიტინგს

აზიანებს თუ არა სააკაშილის განცხადებები ოპოზიციის რეიტინგს

„2020 წლის არჩევნებზე ეს განცხადებები ოპოზიციის რეიტინგზე უარყოფითად არ აისახება, რეალურ ვითარებას არ შეცვლის. თუ მოსახლეობას რეალური ცვლილება სურს ისინი ხმას  „ოცნების“ საწინააღმდეგოდ მისცემენ“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ გაკეთებულ განცხადებებს.

„ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე...“ „ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა“ - სააკაშვილის ამ განცხადებებმა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ჩიტაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ოპოზიციის ერთობისთვის დამაზიანებელი არ უნდა იყოს, რადგან ამ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული „ნაციონალური მოძრაობაა“ და ეს რეიტინგი კი ექს-პრეზიდენტის ფაქტორს უკავშირდება.

„ჩემი აზრით, სააკაშვილის განცხადებები ოპოზიციის ერთიანობისთვის დამაზიანებელი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე რეიტინგული „ნაციონალური მოძრაობაა“ და ეს რეიტინგი კი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარეა.

„გვინდა თუ არა, რეალობა ასეთია, რომ სააკაშვილის ფაქტორი „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომაც ასე მგონია,. რომ რეიტინგს არ დააზიანებს. შეიძლება უფრო მეტი სტიმული და მოტივაცია მისცეს, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს, რომ  მათ გვერდითაა დე ფაქტო ლიდერი.

„2020 წლის არჩევნებზე ეს განცხადებები ოპოზიციის რეიტინგზე უარყოფითად არ აისახება, რეალურ ვითარებას არ შეცვლის. თუ მოსახლეობას რეალური ცვლილება სურს, ისინი ხმას „ოცნების“ საწინააღმდეგოდ მისცემენ. თუ არ სურთ და ასევ ვთქვათ, ვინმეს მიზანი ხუთი კილო კარტოფილის აღებაა, მაშინ, ბუნებრივია, ხელისუფლება არ და ვერ შეიცვლება.

„ფაქტია, რომ სააკაშვილი განცხადებებს აკეთებს და ქართულ საზოგადოებას და მათ შორის თავის მომხრეებს აჩვენებს, რომ მათ გვერდითაა. თუმცა, აქ სხვა ფაქტორებია - მგონია, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიცია ჯერჯერობით საინფორმაციო ომს აგებს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო გარკვეული ჭორები გაეფანტა და შესაძლოა მოსახლეობის ნაწილმა ხმა ისე მისცეს „ოცნებას“ როგორც ეს 2018 წელს მოხდა - რომ ოღონდ „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ და ციხეებში არ დაიწყოს ისევ ხალხის გაუპატიურება და და ა.შ.“ - განაცხადა ჩიტაძემ.

Katana . სააკაშვილის მოწოდება, რომ მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს, ნამდვილად ვერ დააზანებს ოპოზიციის რეიტინგს!.. მაგრამ ჩიტაძისნაირი "მოაზროვნეები", რომლებიც ისევ იმ სისულელეს იმეორებენ, რომ წინა არჩევნები, თურმე, რომელიღაც უბანზე 5 კილო კარტოფილის დარიგებით მოუგია ხელისუფლებას, ხოლო ნაცების დროს ციხეებში გაუპატირებები ყოფილა ჭორი... უეჭველად დააზიანებს მათ რეიტინგს და წარმატებას ვუსურვებ ამ მიმართულებით! - რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ, მით უკეთესი!
4 წლის უკან