არგენტინაში მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად „გადააკეთა“

არგენტინაში მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად „გადააკეთა“

არგენტინაში მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად „გადააკეთა“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

სანტა-ფეს პროვინციის ქალაქ სან-ლორენსოში მდებარე ევანგელისტურ ტაძარში მაგიდები განთავსდა, მიმტანებად გადაცმული პასტორები კი ლანგრებით სახარების ეგზემპლარებს არიგებდნენ. ასეთი გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარის, პასტორ დანიელ კატანეოს განცხადებით, ამ პერფორმანსის მიზანი ქვეყანაში რელიგიურ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნაა.

„ბარები და მაღაზიები იხსნება, ტაძრებში კი კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. რატომ ვხვდების დისკრიმინაციის მსხვერპლი? რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული“, - აცხადებს დანიელ კატანეო.

სანტა-ფეს პროვინციაში კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლებია, თუმცა მიუხედავად ამისა, ტაძრებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

Katana . აი, გაბედული და კრეატიული გონების პასტორი! :))
(ე.ი. ლოცვით გადადის ვირუსი და სუფრასთან ერთად ჯდომით არა?:))
4 წლის უკან