ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური

ჩვენ ამ თვის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთ საარჩევნო რეფორმას. მიღებული იქნება თვის ბოლომდე საარჩევნო კანონი. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები ის ჩატარდება ახალი სისტემით, ანუ 120/30-ზე სისტემით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა მიმართულებით მიესალმება იმას, რომ საერთო სიები შეადგინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ან საერთო კანდიდატები დააყენონ. „იმიტომ რომ ძალიან მარტივი საარჩევნო დათვლაა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გვეძლევა დამატებით საკმაოდ დიდი უპირატესობა. კერძოდ, პროპორციულ ნაწილში ეს შეიძლება იყოს 5%-იანი უპირატესობა გაერთიანების შემთხვევაში. მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გაგვიმარტივდება, არა მეორე ტურში, არამედ პირველივე ტურში არჩევნების მოგებას. ასეთ კოლაბორაციას, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“- აღნიშნა კობახიძემ. .

ის 2020 წლის არჩევნებზე ერთიან ოპოზიციას საფრთხედ არ განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური. „ერთიანი ოპოზიცია, ეს არის სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძის ერთობა. თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი მისცემს ხმას ასეთ უკვე გაფორმებულ პრორუსულ კოალიციას. ანტიდასავლურები რომ იყვნენ ვიცოდით, მაგრამ ეს ანტიდასავლური გაფორმდება პრორუსულად, რუსეთის მიმართ ლოიალურ ოპოზიციად. ეს მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია ჩვენთვის“, - აღნიშნა კობახიძემ. .

 

Aburjga Tasmanieli თქვენ პარტიულ ბონზებს,შინაგანად ნეოლიბერალებს, გსურთ პროპორციული არჩევნები, რათა სამუდამოდ დარჩეთ საქართვეოს ბიუჯეტის მწოველებად! ქართველი ხალხი კი ითხოვს სრულიად მაჟორიტარულ არჩევნებს! უფრო სწორად ქართველი ხალხი უკვე ერთ ძალად მოგიაზრებთ თქვენ, ირაკლი კობახიძეს და გიგა ბოკერიას! ვაი სირცხვილო...
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდასაჭერი აქციები იმართებოდეს საქართველოს ყველა კუთხეში, ქალაქშიდა სოფელში, თქვენ რა მარაზმით ხართ დაკავებულები, რას ბლუყუნებთ?!
4 წლის უკან
Maverick ეს კონსტუტუციონისტი ერთ უხერხულ დაავადებასავით რომ გყავთ აკიდებული ქოცნებას და იმედისმომცემი დაპირებებით რომ გმოძღვრავთ უკუღმა უნდ გაიგოთ და თუ დაუჯერებთ 100% მეორე ტური დაგჭირდებათ და მერე თუ არ დაუძახებთ "ძველ"გვარდიას საერთოდ წააგებთ არჩევნებს!
4 წლის უკან