ტელეკომპანია „ფორმულაზე" გასულ რეპორტაჟზე კომენტარს აკეთებს კომპანია „ავაისერვისის" დირექტორი. ალეკო ტყემალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ავიასერვისი" ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და განმარტავს, რომ 2017 წლიდან ეს კომპანია სრულად გადაეცა თანამშრომლებს. „ბიძინა ივანიშვილს ამ კომპანიასთან შეხება აღარ აქვს. ჩვენ მხოლოდ მომსახურებას ვუწევთ მის კუთვნილ ერთ შვეულმფრენს, ისევე როგორც სხვებს ვუწევთ მომსახურეობას. თვითონ კომპანიასთან არანაირი შეხება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ ოფიციალური დოკუმენტაცია, ეს საჯარო ინფორმაციაა. კომპანია არის „ავიასერვისის" თანამშრომლების სახელზეა რეგისტრირებული. იმ 9 თანამშრომლის, რომლებიც თავდაპირველად კომპანიის შექმნაში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვართ ამ კომპანიის მფლობელები. ვითარდებით და ვძლიერდებით "-აცხადებს ალეკო ტყემალაძე.
ტელეკომპანია „ფორმულა" ერთი კვირის წინ ამტკიცებდა რომ კომპანია „ავიასერვისი" ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ის რეგულაციების დარღვევით ოპერირებს.