ჩემთვის დიდი პატივია, რომ მეძლევა საშუალება მინისტრის საათის ფორმატში პირველად წარვდგე პარლამენტის წინაშე და საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
„ეს ფორმატი არის გამჭირვალობის და დემოკრატიის ის ახალი სტანდარტი, რომლის ნება გამოხატა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და რომელსაც საფუძველი ჩაუდო 2012 წლის არჩევნებმა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პარლამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.