პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს ისმენს

პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს ისმენს

პარლამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.

მინისტრი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის რანგში დეპუტატების წინაშე პირველად გამოდის.

მიმდინარე კვირაში პარლამენტს დღის წესრიგში ჯამში 262 განსახილველი საკითხი აქვს.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს განაგრძობენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კი ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები სამინისტროს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით აქვთ.