ვოლოდიმერ ზელენსკი: სააკაშვილს მრჩევლობას ვთავაზობდი, რაზეც მითხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო

ვოლოდიმერ ზელენსკი: სააკაშვილს მრჩევლობას ვთავაზობდი, რაზეც მითხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო

უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს რეფორმების სფეროში მრჩევლობას სთავაზობდა, რაზეც მისგან უარი მიიღო, - ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და მან მითხრა, რომ დახმარება სურდა. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ. ის მოდიოდა სხვადასხვა ადეკვატური რჩევით. შემდეგ მკითხა, თუ სად ვხედავდი მას. მე შევთავაზე, თვითონ მოეფიქრებინა თავისი სტატუსი. შევთავაზე რეფორმების სფეროში მრჩევლობა, მან კი მითხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო. მას რეფორმების მიმართულებით ვიცეპრემიერობა სურდა, რაზეც დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს დაველაპარაკებდი. ამ პოსტზე სააკაშვილი იმის გამო ვერ დაინიშნა, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, მათ შორის, მმართველ ფრაქციაშიც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.