რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს, მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ვინც პარლამენტში შტურმის გზით შეჭრის ორგანიზატორი იყო, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო და ასეც მოხდა.
„რაც ხდება ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს. მცდელობა იყო ამ სუბიექტების, ამ ადამიანების მხრიდან ძალადობრივი გზით, პარლამენტში შეჭრა და პარლამენტის აღება. მიმაჩნია, რომ ყველა ის პირი, რომელიც ამ ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორი იყო და შემდეგ პარლამენტში შტურმის გზით შეჭრის, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო და იყვნენ პასუხისმგებლობაში მიცემული“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
როგორც თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ბოლო 30 წლის მანძილზე ქვეყანას ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ახლა ჰყავს.
„დღეს, ჩვენ გვაქვს ანომალიური სიტუაცია, მელია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო და ეს ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ მოუწოდებდა ის ხალხს და ეგზალტირებულ მომიტინგეებს პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს თავისუფლად საუბრობს. რომელ ანტიდემოკრატიულ მიდგომებზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური, ყველზე დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში ყოფილა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.