საქართველოში კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 683-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 683-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 683-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 2902 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.