„გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი ამომრჩევლები გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ დაუჭენ, რადგან ვაშაძემ მათ პედოფილები ეძახა.
„გრიგოლ ვაშაძემ რა ტიპის კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს, „გირჩის" ამომრჩევლების უმეტესი ნაწილი მას მხარს არ დაუჭერს. ზოგადად გირჩის ამომრჩეველი ოპოზიციურად განწყობილია და უფრო იხრება იმისკენ რომ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
მანამდე, ჩვენ ამომრჩევლებს პედოფილები ეძახა, რის გამოც გირჩის ბევრი მხარდამჭერი მას მხარს არ დაუჭერს"