ქალაქ მინეაპოლისის მერი, ჯეიკობ ფრეი მხარს არ უჭერს ქალაქის პოლიციის სრულად გაუქმების იდეას.
მანამდე აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქცების ფონზე ქალაქ მინიეაპოლისის საქალაქო საბჭოს 13 წევრიდან ცხრამ, ქალაქის არსებული პოლიციის დეპარტემენტის გაუქმება და მის ნაცვლად „სამოქალაქო უსაფღრთხოების ახალი მოდელის“ შექმნა მოითხოვა.
„ჩვენ აბსოლუტური კულტურული ცვლილება გვჭირდება იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტი. ვუჭერ თუ არა მხარს პოლიციის სრულად გაუქმებას? არა, არ ვუჭერ“, - განაცხადა მინეაპოლისის მერმა.
მისივე თქმით, ის საქალაქო საბჭოს წევრებთან ამ საკითხის დეტალურად შესწავლას აპირებს, რათა უკეთ გაიგოს, თუ რას გულისხმობენ ისინი პოლიციის გაუქმებაში.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.