მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ უნიკალური წინაპირობა აქვს. მას აქამდე არასდროს არ ჰქონია ისეთი დიდი მოგების საავტორო უფლება, როგორიც იყო კორონავირუსის ამბავი და არასდროს არ ჰყოლია ამ მოგების ისეთი მხედარმთავარი შემადგენლობაში, როგორიცაა გახარია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „PosTV“ - ის ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.
„სწორედ ამიტომაა გიორგი გახარიაზე ბრძოლა გამოცხადებული. ასეთი პირობა „ოცნებას“ არასდროს ჰქონია. სულ იყო, რომ „ნაცები“ მოდიან და ამიტომ, მოგვეცით ხმა. დღეს უკვე შეუძლიათ თქვან, „მოგვეცით ხმა, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გადაგარჩინოთ“. კოვიდპანდემიისას „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა გადაარჩინა. ეს დამოკიდებულება ახალი პირობაა, თუ გამოიყენებენ“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება.