„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება, თუმცა ცნობილი რეანიმატოლოგი ამას თავად არ ადასტურებს.
კითხვაზე იქნება თუ არა საარჩევნოდ პარტიის სახე ლევან რატიანი აღნიშნავს:
„ექიმი ვარ და აპოლიტიკური ვარ!“
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეს ლევან რატიანისთვის პირველი პოლიტიკური შეთავაზება არ არის.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დავით სერგეენკომ დატოვა, მის ადგილმონაცვლედ აქტიურად განიხილებოდა ეკატერინე ტიკარაძისა და ლევან რატიანის კანდიდატურა.
მაშინ, საბოლოო გადაწყვეტილება ეკატერინე ტიკარაძეზე სანდოობის ნიშნით შეჯერდა.
ინფორმაციის დადასტურების მიზნით, კითხვაზე განიხლიებოდა თუ არა ლევან რატიანის კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, მას შემდეგ რაც დავით სერგეენკო გათავისუფლდა, რატიანმა პასუხის გაცემა არ ისურვა.