“მე ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ – დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია!”

“მე ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ – დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია!”

სოციალურ ქსელში, ვრცელდება ისტორიკოს შირვან ალიევის წერილი, რომელიც უცვლელად გთავაზობთ:

"მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს–ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედასამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედასამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, დიახ, საქართველო, მისი მიწა, მთა, ბარი, ჰაერი, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, საქართველოში მცხოვრები მრავალათასიანი აზრბაიჯანელის დასაცავიცაა.

დღეს ვნებათაღელვა არ წყდება დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ, მე, როგორც სპეციალობით ისტორიკოს-ფილოლოგი ვაფიქსირებ, რომ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში შავით თეთრზე დაფიქსირებულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია, რომელმაც იმ დროიდან, როცა ის დაარსდა, ეს კი მოხდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ, საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მე არ ვაპირებ პოლემიკის გამართვას, ერთს კი მტკიცედ დავაფიქსირებ, რომ მწამს და მჯერა სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ერის, ქართველების და აზერბაიჯანელების სიბრძნისა და რომ ამ საკითხს მათი მთავრობები და ხალხი უმტკივნეულოდ და ბრძნულად გადაწყვეტენ, რათა, როგორც იტყვიან, „სამართალმა პური ჭამოს“.

Katana . დიდი მადლობა ბ-ნ შირვან ალიევს! - ძლივს ერთი აზერბაიჯანელი გამოჩნდა, რომელიც სიმართლის მხარეზე დადგა და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა!...
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა! განსაკუთრებით, როცა იცი, რომ ამას ნამდვილად არ მიესალმებიან იქითა მხარეს, სადაც საინგილოელ ქართველებს ქართული სახელის დარქმევაც კი ეკრძალებათ თავიანთი შვილებისათვის!
(საინტერესოა, როგორი იქნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების რეაქცია, ჩვენც რომ ასევე მოვიქცეთ და აზერბაიჯანული სახელის დარქმევა ავუკრძალოთ ქვემო ქართლში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს? - რაღაც არა მგონია, მშვიდად გაეტარებინათ ეს ამბავი!..)
ამიტომ, პიროვნებასაც და ხელისუფლებასაც თანაბრად ეხება სიბრძნე:
"- მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ!"
5 წლის უკან