6 ივნისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის Online ღია კარის დღეს გამართავს. თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაცის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. მათ შორის: საგანმანათლებლო პროგრამებზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით პროგრამებზე, დაფინანსების და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე, სასწავლო რესურსებზე სწავლასა და კვლევაზე, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, კულტურულ, სპორტულ აქტივობებსა და სტუდენტური ცხოვრების სხვა დეტალებზე.
Online ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Facebook-ის ოფიციალური გვერდის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University) საშუალებით გაიმართება. აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მათზე ამომწურავი პასუხები დაუყოვნებლივ მიიღონ.