ლაშა ნაცვლიშვილი:   რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს, ვმართავ უქმე დღეებში, ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე

ლაშა ნაცვლიშვილი:   რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს, ვმართავ უქმე დღეებში, ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე

„ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს, როგორც წესი, ვმართავ უქმე დღეებში, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე და თან, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დღის საათებში.

პ.ს. მეც გამიგეთ რა, არ მაქვს ისეთი კონსპირაციული ბინები, სადაც ჩუმად შევალთ მე და ჩემი კონფიდენტი და ფოტოს ვერ გადამიღებენ.