ვინ არიან აქტივისტები, რომლებიც ვარკეთილში სკვერის გახსნაზე კახა კალაძეს დაუპირისპირდნენ

ვინ არიან აქტივისტები, რომლებიც ვარკეთილში სკვერის გახსნაზე კახა კალაძეს დაუპირისპირდნენ

„იმედის კვირამ“ გაარკვია, ვინ არიან ის აქტივისტები, რომლებიც ვარკეთილში სკვერის გახსნაზე თბილისის მერს, კახა კალაძეს დაუპირისპირდნენ.

ერთ-ერთი მათგანი მიხეილ სააკაშვილთან ერთად არაერთ ფოტოზეა აღბეჭდილი, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის სასესიო დარბაზში იმყოფებოდა და სხვებთან ერთად ელოდებოდა მომიტინგეების შემოსვლას შეჭრას პარლამენტის შენობაში. ამ დღეს დარბაზში იმყოფებოდა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი აქტივისტი, რომელსაც ინციდენტის დროს მაისური შემოეხია.

ინციდენტი 5 ივნისს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში რეაბილიტირებული სკვერის გახსნისას მოხდა. მეორე დღეს კი კახა კალაძემ ერთ-ერთ აქტივისტს დახეული მაისურის სანაცვლოდ ახალი აჩუქა, რომელზეც მისი მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტო იყო გამოსახული.

Katana . აბა, სხვა ვინ იქნებიან - მიშას წვრილფეხა ნაცმაცუნები, რომელთაც უნდათ ახლა თავი გამოიჩინონ და პატრონის ყურადღება მიიპყრონ, რომ არჩევნებ-გადარჩევნებში რაღაც ძვალს თვითონაც გამოჰკრან თათი...
5 წლის უკან