ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რატომ ვუჭერ მხარს ხელისუფლებას?
მიმაჩნია, რომ წესიერი და პატიოსანი კაცი დაწყნარებულ და დამშვიდებულ ქვეყნაში ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ უნდა იყოს განწყობილი ოპოზიციურად, ოღონდ კონსტიტუციის ფარგლებში.
ამიტომ ვინაიდან ჩვენ არ ვართ დაწყნარებული-დამშვიდებული ქვეყანა და მიუხედავად შეცდომებისა(არაფატალურის) იმიტომაც ვუჭერ მხარს, რომ:
- ამ 30 წლის მანძილზე პირველად მათი მმართევლობისას 8 წლის განმავლობაში არ ყოფილა ომი;
- ყველა წინა ხელისუფლებასთან შედარებით(გამსახურდიას არ ვგულისხმობ) მეტ-ნაკლებად დაცულია ადამიანის უფლებები;
- არ ხდება უდანაშაულო ადამიანების გნებავთ დამნაშავეების ქუჩაში, ოჯახებში, ციხეებში ჩახოცვა-წამება;
- სასამართლოში არის გამამართლებელი განაჩენები;
- ხელისუფლებისაგან არ ისმის ყალბი მილიტარიზაციის მოწოდებები, რომელზედაც შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ფულებს აკეთებენ;
- 20 ივნისის გაუგონარი პროვოკაციის დროს ხელისუფლებამ, სახელმწიფომ გამოიჩინა ის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ნება, რომელიც უნდა გამოიჩინოს ანალოგიურ სიტუაციაში და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყნის მოქალაქეები გადატრიალებისაგან;
- 2012-დან დღემდე Rაატარა რამდენიმე არCევნები ყოველგვარი აყალმაყალებისა და დაZაბულობebის გარეშე(400 ათასი ხმით მოიგო საპრეზიდენტო და გააყალბაო იძახის ე.წ. ოპოზიცია(SIC!);
- ხელისუფლებაში მაღალ საკვანძო თანამდებობებზე წარმოჩინდნენ, დაწინაურდნენ ღირსეული და პროფესიონალი პირები: გახარია, კალაძე, ცქიტიშვილი, მაჭავარიანი, ცერცვაძე, გამყრელიძე….
- ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ვიმეორებ შეძლებისდაგვარად ამ გლობალისტურ-ლიბერასტულ მსოფლიოში ახორციელებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის აუცილებელი პრინციპების „მამული, ენა, სარწმუნოება“ განხორციელებას;
- დიახ მინდა ცვლილებები, მაგრამ არა იმ საშინელი და პოლიტიკურად გარყვნილი ძალისაგან რომელსაც „შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციას“ ეძახიან. ამიტომაც ისევ მმართველ ძალას ვუჭერ მხარს. რომელიც ალბათ ბევრად დაწმენდილი, პასუხისმგებელი და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება მიმართული;
სულ ეს არის მიზეზი, რატომ ვუჭერ მხარს მმართველ პოლიტიკურ ძალას”