8 ივნისს საქართველოში შეზრუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან რესტორნები მუშაობას სრული დატვირთვით მუშაობას შეძლებენ.
1-ლი ივნისიდან საქართველოში მხოლოდ ღია სივრცის მქონე რესტორნებს შეეძლოთ სტუმრების მიღება, ხვალიდან კი დახურული სივრცის გამოყენებასაც შეძლებენ.
მიუხედავად შეზღუდვების შერბილებისა, ძალაშია შემდეგი ვალდებულებები, რომელთა დაცვაც რესტორნების სტუმრებს მოუწევთ: ერთ მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანი უნდა იჯდეს და გარშემომყოფებისგან სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.
ამასთან, 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა ის სასტუმრო, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები იქნება დაცული. ამასთან, აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.