ბრუნდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში?!

ბრუნდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში?!

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა აპირებს თუ არა ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში დაბრუნებას.

კითხვაზე თუ რა როლი ექნებათ ძმებ გაჩეჩილაძეებს 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, „უცნობი“ აღნიშნავს, რომ ლევანმა პოლიტიკური საქმიანობა დაასრულა.

„ლევანი საერთოდ არ იქნება, არ გამოჩნდება. ლევანმა თქვა თავისი სიტყვა და ვერ მოისმინა ეს ქართველმა ხალხმა თავის დროზე. აღარ აპირებს ჩარევას,“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება თავად გია გაჩეჩილაძეს, მისი თქმით ის ტელევიზიიდან იბრძოლებს, რომ საქართველოსთვის ახალი ფურცელი გადაიშალოს.

„ჩვეულებრივი როლი მექნება ამ ყველაფერში, ადამიანის, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ ახალი ფურცელი დაიწყოს ცხოვრებაში,”– აცხადებს გია გაჩეჩილაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.