„დამთავრდეს ეს საშინელი ვაკხანალია“ – უცნობის პოლიტიკური გეგმები

„დამთავრდეს ეს საშინელი ვაკხანალია“ – უცნობის პოლიტიკური გეგმები

გია გაჩეჩილაძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გამორიცხავს. თუმცა, უცნობი აპირებს იბრძოლოს იმისთვის, რომ საქართელოს ისტორიაში ახალი ფურცელი გაჩნდეს.

„ჩემთვის მთავარი არის, რომ დამთავრდეს ეს საშინელი ვაკხანალია, რაც საქართველოში ხდება.

ეს გაუთავებელი ლანძღვა-გინება, ეს გაუთავებელი ტყუილ-მართალში ცხოვრება, ეს გაუთავებელი ცილისმწამებლური კამპანიები ტელევიზიებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.

ეს არის ჩემთვის მთავარი. მინდა რომ ახალი ფურცელი გადაიშალოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დავამთავროთ ეს 30 წლიანი რაღაც საშინელი ვაკხანალია რაშიც ვიმყოფებით.

ჩვეულებრივი როლი მექნება ამ ყველაფერში, ადამიანის, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ ახალი ფურცელი დაიწყოს ცხოვრებაში,”- აცხადებს გია გაჩეჩილაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში რომელიმე პარტიის მხარდაჭერას, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით პროცესებს აკვირდება.

„არაფერს გამოვრიცხავ ვის დავუჭერ მხარს, ჯერჯერობით რჩეული არ მყავს, ვაკვირდები სიტუაციას.

სამოქალაქო აქტივიზმშიც არ ვიქნები ჩართული, ვიქნები ტელევიზიაში“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.