მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრესთვის წოდების ჩამორთმევას მხარს დაუჭერს

მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრესთვის წოდების ჩამორთმევას მხარს დაუჭერს

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია, ამავე ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტისთვის, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

"სინოდზე რა განიხილება პატრიარქი გვეტყვის მე არ ვიცი, თუ მეუფე პეტრე ასე გააგრძელებს როგორც აგრძელებდა დღემდე, თუ პატრიარქი დასვამს შეკითხვას ჩვენ განვიხილავთ სინოდზე. სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ მეუფე პეტრეს სინანულს, სამწუხაროდ ბევრი ამბობს რომ მე ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ჭეშმარიტება მარტო ღმერთია", - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.