ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის განხეთქილებაა.
"სამწუხაროდ არის განხეთქილება. სამწუხაროდ, როცა მოვედი ამ ეპარქიაში დიდი აგრესია და დიდი სიძულვილი იყო. სამწუხაროდ ზოგი მეუფე პეტრეს მხარეზეა, ზოგი პატრიარქის მხარეზეა - სულ ვამბობ ჩვენ ვართ ქრისტიანები, შევუნდოთ, ვიყოთ ქრისტიანები, ვიყოდ ძმურად", - განაცხადა მიტროპოლიტმა.