ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
ახლა ვუყურებ "შუა ქალაქის" გუშინდელ სერიას. როგორც მახსოვს, 2010წლის სეზონია. სიუჟეტის მიხედვით, ირაკლის სიდედრს გულის შუნტირება აქვს გასაკეთებელი და არჩევენ სად წაიყვანონ საზღვარგარეთ- საქართველოში არ კეთდებოდა. ფასები ზუსტად აქვთ აღნიშნული. სომხეთი ახლოა, მაგრამ ავსტრიაში უფრო იაფი ღირდა- 17 000ევრო და იქ მიჰყავთ.
...წარმოიდგინეთ რა წინ ვართ წასული?! ჯერ დროში გადადებული და ამხელა მგზავრობის შემდეგ შუნტირება რა დაბალედექტურია და თან ფინანსურად როგორი ხელმიუწვდომელი! ახლა თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია- უმწეებისთვის მით უფრო!
ბევრჯერ მიფიქრია, შუნტირება რომ ყოფილიყო ადრე, რამდენი ახლობელი გადარჩებოდა ინფარქტს და სიკვდილს. ახლა სტენოკარდია ბევრად ნაკლები პრობლემაა, შეიძლება ითქვას გადაწყვეტილიც! ისევე, როგორც კუჭის წყლული, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში საკმაოდ რთული ოპერაციით წყდებოდა, არცთუ სასურველი შედეგებით..