ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19"-ის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი უკვე 13 130-ს აღწევს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4014 ადამიანი, მათგან 294 ბოლო 24 საათის განმავლობაში.
10-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც და განახლებული მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19"-ის 200 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.
გუშინ, საღამოს, კომენდატურის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:
"ამბობენ, ეს სიცრუეა, კორონავირუსი არ არსებობს, მთავრობა აქვეყნებს ციფრებს, რომ მიმართოს დახმარებისთვის. შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას, როდესაც არ არის ამის საჭიროება.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ კორონავირუსის შესახებ ჩვენ ახლახანს გავიგეთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა ადრე რომ გვცოდნოდა ინფორმაცია კორონავირუსთან ჩვენი საზოგადოების ასეთი დამოკიდებულების შესახებ. თუმცა რაც არ უნდა გვექნა, კვლავ უნდა გველაპარაკა ამის შესახებ, რა უნდა გვექნა ჩვენ? თუ ეს მაშინ შედეგს მოიტანდა, ახლაც მოიტანს შედეგს. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარული კატასტროფისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენ შეიძლება გავიაროთ ეს ჯოჯოხეთი ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე"