"ამერიკაში მიმდინარე პროცესის სიმბოლო კი ჯორჯ ფლოიდია. ხუთგზის ნასამართლები რეციდივისტი, ნარკომანი, პორნოვიდეოების "გმირი," რომელიც ყალბი ბანკნოტის გავრცელების გამო დაკავებისას დაიღუპა"

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"როგორც სუნ-ძი ამბობდა, ისტორიას წარმართავენ არა პოლიტიკოსები და არმიები, არამედ სიმბოლოები.

ამა თუ იმ პროცესის არსის გასაგებად სწორედ მის სიმბოლოს უნდა დავაკვირდეთ.

ამერიკაში მიმდინარე პროცესის სიმბოლო კი ჯორჯ ფლოიდია. ხუთგზის ნასამართლები რეციდივისტი, ნარკომანი, პორნოვიდეოების "გმირი," რომელიც ყალბი ბანკნოტის გავრცელების გამო დაკავებისას დაიღუპა.

ის ვაკხანალია, რაც ამის შესახებ გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა ნათლად აჩვენებს სიმბოლოს და პროცესის ურთიერთშესატყვისობას.

საოცარი იყო მის მოოქროვილ სასახლესთან პირბადით მდგარი მერის ნახვა, თეთრკანიან წინაპართა მიერ შორეულ წარსულში შავკანიანების წინაშე ჩადენილი ცოდვებისათვის დაჩოქილი "დამნაშავე" თეთრები და მოროდიორები, ლიბერალურმა იდეოლოგიამ ინდულგენცია რომ უბოძა-მათ ყველაფრის უფლება აქვთ, რადგან თეთრები მათ წინაპრებს ჩაგრავდნენ..

საინფორმაციო შხამებით და ნარკოტიკებით გაბრუებული, ყოველგვარი ზნეობრივი ორიენტირების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდობა,,რომელიც სრულიად მექანიკურად იმეორებს უაზრო ლოზუნგებს, გლობალისტების უნივერსალური იარაღია.

სხვათა შორის, ეს პროცესი ჩვენთან უკვე კარგაა ხანია მიმდინარეობს და 20 ივნისს მისი წლისთავის გადახდას აპირებენ.

დააკვირდით, ერთი გაიდლაინით არის ყველაფერი ორგანიზებული.

მაგრამ ამერიკაში უფრო რთულად არის საქმე.

იქ დემოკრატიულ პარტიას,,რომლებიც გლობალური ბოროტების პოლიტიკური ინსტრუმენტად გადაიქცა, მოსახლეობის ნახევარი ჰყავს დაჰიპნოზებული თავისი მედიისა და ფინანსების, ასევე პოლიტიკური ინერციის მეშვეობით.

ჩვენთანაც მათი მარიონეტები მხოლოდ პატრონების დაფინანსებული მედია და ნჯო პროექტების წყალობით არსებობენ,.თუმცა საბედნიეროდ,გაცილებით ნაკლები ადამიანის გამოთაყვანება და ზომბირება მოახერხეს.

ეს არ ნიშნავს, რომ საშიშები არ არიან.

ზომბი ყოველთვის საშიშია და ზომბის მდგომარეობა-გადამდები.

ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ზომბებს დესტრუქციის საშუალება არ უნდა მივცეთ.

მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მაგალითზე მაინც დავინახოთ , რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ საფრთხისადმი არასერიოზულმა დამოკიდებულებამ.

p.s.

ეს ნიუ-იორკის დემოკრატი მერის, დი ბლაზიოს ქალიშვილია., არეულებების ორგანიზებისთვის იქნა დაკავებული. მამამ განაცხადა ,რომ ის ამაყობს თავისი შვილით."

Katana . ზუსტად გამოხატული სიმართლე!!!
ბრავო, სოსო მანჯავიძე! - ამ მართალკაცობისთვის მიყვარხარ!
4 წლის უკან