გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარად იყრის კენჭს

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარად იყრის კენჭს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი ალბათობით მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„წინა შედეგებიდან გამომდინარე, ხონში გვაქვს ძლიერი შედეგები, ასევე თერჯოლაში. ვაკეთებთ საარჩევნო რუკას, სადაც ეს ყველაფერი ჩანს. გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტივები შევიდეს შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ. თუმცა გპირდებით, რომ შემდეგ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილები. გეტყვით იმასაც, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

amo დიდი ალბათობით მაჟორიტარად ვერ გახვალთ (რადგან ნაცი დიაგნოზია, ამიტომ გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებ )
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამ ანტიქართველს, ანტიქრისტიანს, უცხოეთს გაცხადებულ აგენტს არჩევნებში ხმას მისცემს მე იმის .................................................................................ნ!
3 წლის უკან