ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰყოფნის

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰყოფნის

ოპოზიცია უნდა იყოს სხდომაზე, მაგრამ მათ ამისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა არ ყოფნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა, რომელიც რეგლამენრის განხილვას არ ესწრებოდა.

„ოპოზიცია პასუხისმგებლობით არ ეკიდება იმ ფუნქციას, რომელიც პარლამენტში აქვს დაკისრებული. ეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, თუნდაც, ამ მოსმენის დროს. ოპოზიცია უნდა იყოს სხდომაზე, მაგრამ მათ ამისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა არ ყოფნით“, - განაცხადა კობახიძემ.