ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის, სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ

ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის, სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის, სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.

მისივე თქმით, ოჯახის წევრები: შვილები და მეუღლე უსაფრთხოდ არიან, ის სახლში მარტოა ჩაკეტილი.

„პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. მან მოახდინა რამდენიმე გასროლა უმისამართოდ, სამართალდამცველები არიან პერიმეტრზე მობილიზებული, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არავინ არის დაშავებული, კონკრეტულად არავის მიმართ განუხორციელებელია გასროლაა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ. ის მარტო არის ჩაკეტილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც პირადად ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით. მას არანაირი მოთხოვნა არ აქვს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.