სალომე სამადაშვილი: კალაძე ჯერ მრავალთვიანი საახალწლო ატრაქციონებით შეეცადა ჩაეკეტა პარლამენტის წინ სივრცე და შემდგომ კომიკურად ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოებით

სალომე სამადაშვილი: კალაძე ჯერ მრავალთვიანი საახალწლო ატრაქციონებით შეეცადა ჩაეკეტა პარლამენტის წინ სივრცე და შემდგომ კომიკურად ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოებით

ბატონი კალაძე ჯერ მრავალთვიანი საახალწლო ატრაქციონების გამოყენებით შეეცადა ჩაეკეტა პარლამენტის წინ სივრცე და შემდგომ ძალიან კომიკურად ხანგრძლივი სამუშაოებით ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამდაშვილმა 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერი ქართულ საზოგადოებას ცუდად იცნობს, როცა ფიქრობს, რომ მსგავსი " იაფფასიანი გამოსვლებით" ხელს შეუშლის მათ გამოხატვის თავისუფლებას.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან სამარცხვინოა თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებები, რომელიც აქვს მიღებული პარლამენტის წინ სივრცესთან მიმართებაში. ეს არის ის სივრცე, სადაც გასული 30 წლის მანძილე იწერება საქართველოს ისტორია, სადაც ჩვენი მოქალაქეები იკრიბებიან იმისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები. ბატონმა კალაძე ჯერ მრავალთვიანი საახალწლო ატრაქციონების გამოყენებით შეეცადა ჩაეკეტა ეს სივრცე და შემდგომ ძალიან კომიკურად ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოებით. ალბათ, კალაძე ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ხალხს, თუ ფიქრობს, რომ მსგავსი იაფფასიანი გამოსვლებით ხელს შეუშლის ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვას ამ ქვეყანაში,"- განაცხადა სალომე სამდაშვილმა.

Aburjga Tasmanieli რა გახდა, რა პრობლემა გახდა ერთი მშიერი ხვადი ლომის (სალომე) მოსვლა ან მოკლავდა ან მო...ავდა.... ესეც დაისვენებდა და ჩვენც!
3 წლის უკან