გოგა ხაინდრავა: უგულავას და ბოკერიას ცეცხლივით ეშინიათ რურუასი

გოგა ხაინდრავა: უგულავას და ბოკერიას ცეცხლივით ეშინიათ რურუასი

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს ხანდაზმულობის ვადა. თორაძეების ოჯახში შვიდი ადამიანი მოკლეს: დედა, მამა და 5 ძმა. როგორ შეიძლება ამ დანაშაულს ჰქონდეს ხადაზმულობის ვადა?! ე.ი. 20 წლის წინ ეს იყო დანაშაული და 20 წლის მერე ეს დანაშაული აღარ არის?!, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„უგულავას და ბოკერიას ცეცხლივით ეშინიათ რურუასი და ორივე ძმის ყოველთვის ეშინოდათ. მე ისიც მახსოვს, იმ წლებში თბილისში რა ხდებოდა და რას წარმოადგენს რურუა, ეს მთელმა საქართველომ და თბილისმა იცის. აქ დაფარული არაფერია. თორაძეების ოჯახი რომ გაწყვიტეს, ეს იცის ყველამ. ბარამიძე როგორ მოკლეს, ყველამ კარგად იცის. წლების განმავლობაში ადამიანებს ეშინოდათ, ამათაც ეშინიათ და იმიტომ იცავენ რურუას. „იმედში“ რურუას ბანდა შევარდა და ამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელები უგულავა და ბოკერია იყვნენ, ისევე როგორც ბოკერია იყო ციხის ბუნტის სულისჩამდგმელი“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

არსებული ინფორმაციით, 1992 წელს თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. იმავე წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, "მხედრიონმა" ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

მკვლელობას თამარ თორაძე შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის. 16 მაისს თამარ თორაძემ დონალდ ტრამპს, სენატორებს რიშსა და შაჰინს მიმართა.

2 ივნისს თორაძეების მკვლელობის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.