ენმ ყველაფერს აკეთებს რომ შეთანხმება მოხდეს – ლევან ბეჟაშვილი „ევროპულ საქართველოს“ პასუხობს

ენმ ყველაფერს აკეთებს რომ შეთანხმება მოხდეს – ლევან ბეჟაშვილი „ევროპულ საქართველოს“ პასუხობს

როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთ-ერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ამ მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი „ეროპული საქართელოს“ განცხადებას.

„მაშინ როდესაც არავის გაუკეთებია  შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს.

სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ  შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და  ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს. დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ენმ როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში“- განაცხადა ბეჟაშვილმა.