გიგი უგულავა: გიორგი არველაძის აზრი არაფერზე მაინტერესებს, არანაირ რევოლუციას არ ვეთანხმები

გიგი უგულავა: გიორგი არველაძის აზრი არაფერზე მაინტერესებს, არანაირ რევოლუციას არ ვეთანხმები

გიორგი არველაძის აზრი არ მაინტერესებს - ასე ეხმაურება გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის განცხადებას, რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით.

„გიორგი არველაძის აზრი არაფერზე მაინტერესებს. 8 წელია არ მინახავს. არ ვეთანხმები არანაირ რევოლუციას. არჩევნებს აქვს აზრი და მასში დამარცხდება „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ Facebook-ის საკუთარ გვერზე დაწერა, რომ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის საზოგადოება მზად იქნება.