გიგა ბოკერია: ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი

გიგა ბოკერია: ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი

მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლებიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რაც მეტი გავლენა აქვს პარტიას, მით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მას.

„დრო აღარ არის ბევრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება, პირველ რიგში, თბილისში შედგეს მალე და საზოგადოებას გაეცნოს შედეგები. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის, დიდი იმედი მაქვს ამისი, ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ბოკერიამ.

დღეს „ევროპულმა საქართველომ“ პირველ ეტაპზე თბილისში საერთო მაჟორიტარების კანდიდატების წარსადგენად ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Aburjga Tasmanieli გაწევრიანდი ბატონო გიგა ქართულ ოცნებაში, დაუმშვენე გვერდი სოროსელ თალაკვაძეს და კობახიძეს! მე მოვკვდე თუ დიუმამ თავიდან არ დაწეროს სამი მუშკეტერი! მაგრამ ამისათვის ალეკო ელისაშვილს უნდა დაუძახოთ! ბლიად!
5 წლის უკან