ივერთუბანში ნატო გაბუნიას ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება.

ივერთუბანში ნატო გაბუნიას ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება.

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში ნატო გაბუნიას ქუჩაზე, ასფალტის საფარი იგება. 1750 კვადრატულ მეტრზე, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ბი-ემ-სი“ ასრულებს და მისი ღირებულება 109 700 ლარია.