ნათია თურნავას თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის უკან ოპოზიცია დგას

ნათია თურნავას თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის უკან ოპოზიცია დგას

გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა. მთავრობის სხდომის შემდეგ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ყალბი ინფორმაციის უკან ოპოზიცია დგას, რომელიც თავს თამაშ გარედ გრძნობს.

„ამის უკან, რა თქმა უნდა, დგანან ოპოზიციური ძალები, ვინც ახლა თავს, მე მგონი ცოტა თამაშ გარეთ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და მოსახლეობის ძირითადი ინტერესი არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერა ჩანს ყველა რეიტინგის მიხედვით. ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომლებსაც სამწუხაროდ მედიასაშუალებები იტაცებენ, ცდილობენ, რომ რაღაც ყურადღების გადატანა მოხდეს ამაზე. მე მგონი მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვხარჯავთ ახლა ჩემს და თქვენს დროს “, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაცია გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მედიაში 3 ივნისს გავრცელდა, რასაც მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფა მოჰყვა.