სოზარ სუბარი გაერთიანებულ ოპოზიციაზე: ცდილობენ ერთმანეთი ჩარეცხონ და აღარ იციან ვინ რა პოსტზე გაანაწილონ

სოზარ სუბარი გაერთიანებულ ოპოზიციაზე: ცდილობენ ერთმანეთი ჩარეცხონ და აღარ იციან ვინ რა პოსტზე გაანაწილონ

​ცდილობენ ერთმანეთი ჩარეცხონ და აღარ იციან ვინ რა პოსტზე გაანაწილონ,- ასე ეხმაურება სოზარ სუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების დისკუსიას თანამდებობდებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური საბჭოს წევრის განმარტებით, ნებისმიერი საარჩევნო მოდელის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს სამომავლო არჩევნები წაგებული აქვთ. ამის გამო, ისინი მოლაპარაკებების გამიზნულად ჩაშლას, არ წყვეტენ.

„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ შეთანხმება ჩავარდეს, იმიტომ რომ იციან, რომ წააგებენ არსებული მოდელითაც, 120/30-ზეც და სრულიად პროპორციული რომ იყოს. ქართული ანდაზა გვაქვს ერთი - დათვი ტყეში დარბოდა და მონადირეები ტყავს ინაწილებდნენ. იმ დათვს ვერ მოკლავენ ესენი, არც თვითონ არიან მონადირეები და ერთმანეთის ჭამაზე გადავლენ, დაწყებული აქვთ უკვე“, - აცხადებს სუბარი.

გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ვერ თანხმდება. თაკო ჩარკვიანს ამ პოსტზე გიორგი ვაშაძის წარდგენა სურს, გიგა ბოკერია კი მიიჩნევს, რომ პრემიერი „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს.