თეა წულუკიანი: ბატონი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს

თეა წულუკიანი: ბატონი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს

თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ოპოზიციის მიერ გავრცელებული ე.წ. ფეიკ ნიუსის მორიგი მაგალითია და სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება.

„არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაცია გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მედიაში 3 ივნისს გავრცელდა, რასაც მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფა მოჰყვა.