მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება

მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება

მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე, მინიმალური საგრანტო თანხა კი გაიზარდა 20-დან 40 ათას ლარამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს მივიღებთ ცვლილებებს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ მე მხოლოდ ერთს გამოვყოფ. მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე, მინიმალური საგრანტო თანხა კი გაიზარდა 20-დან 40 ათას ლარამდე. ეს არის პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან ამ გაურკვევლობაშიც დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში შემდეგ დაასაქმონ სხვა მოქალაქეები. ამ ღონისძიების გატარებას არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც.

გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების არხებით პირდაპირ მივლენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული. თუ აქამდე მეწარმეები და ფერმერები უნდა ჩამოსულიყვნენ თბილისში და სამინისტროებში დაეზუსტებინათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს ყველაფერი ადგილობრივ დონეზე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გახარიამ.