ბასილაშვილის ყოფილი ცოლი: ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ფსიქოლოგებთან დამყავს

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი: ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ფსიქოლოგებთან დამყავს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატი ამბობს, რომ ჩოგბურთელის და ნეკა დოროყაშვილის 5 წლის ბავშვმა ყველაფერი დაინახა და მისი ჩვენება მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს. ამ დროისთვის ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ბავშვი თავად ჰყვებოდა ძალადობის შესახებ.

ბავშვის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს თავად ნეკა დოროყაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ შვილი ფსიქილოგთან დაჰყავს:

"ჩემს უკან ჩემი შვილი და მისი მომავალი დგას, არ მაქვს უფლება დავაზიანო მისი ფსიქიკა, მითუმეტეს ახლა, როცა ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს. არ არის კარგად. თავზე ლაფის დასხმა, მიმართულია იმისკენ, განიკითხონ ქალი, დედა, ჩემი გვარიშვილობა და ღირსება. არავის მივცემ ამის უფლებას", - განაცხადა დოროყაშვილმა.